პუტინისტები

მორგოშია: პარტიის მთელი დელეგაცია უახლოეს პერიოდში რუსეთში მივდივართ

პუტინისტური ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ კონსერვატიული პარტია, უახლოეს პერიოდში რუსეთში გაემგზავრება. ამის შესახებ მან TV პირველთან საუბარში თქვა. 

"ზურა მახარაძეს აქვს აბსოლუტურად სხვა ამოცანა. რუსეთში არ მიდის, რუსეთში მივდივართ ჩვენ, პარტიული მთელი დელეგაციით უახლოეს პერიოდში. [შეხვედრები] ვისთან უნდა გავმართოთ და რუსეთის იმ პოლიტიკურ წრეებთან, ვისაც ხელეწიფება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დალაგება".-ამობს მორგოშია. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რუსეთში თუ "იმედებს ამყარებენ" კონსერვატიულ პარტიაზე, მორგოშია პასუხობს, რომ მათ ადეკვატურ ზალად აღიქვამენ.

"იმედი არ ვიცი, ჩვენ გვიყურებენ, როგორც ადეკვატურ ხალხს, რომელიც რაციონალურად აზროვნებს და შეუძლია დაალაგოს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. ბევრად უფრო სტაბილურად ვუდგებით ფინანსურადაც და ყველანაირადაც, იმიტომ რომ გამოჩნდა ხალხის ის ძალიან დიდი მასა, რომელიც ჩვენ გვიდგას მხარში. ყველა მხრიდან, მათ შორის ევროპიდანაც ძალიან ბევრი ბიზნესმენი, საქმოსანი, რავი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან".- ამბობს მორგოშია, თუმცა კონკრეტულ პირებს არ ასახელებს. 

პუტინისტმა ზურა მახარაძემ 13 მარტს ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ერთი-ორი თვით საქართველოდან მიდის და "ადგილიდან" მიხედავს საქმეს. 

კომენტარები