რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

წოწორია: არახამიას ზურგში ლახვარს სცემთ – იმავეს ვგრძნობდი, როცა ომს საქართველოს აბრალებდით

ამ დღეებში ვიღაცებს გაკვირვება გამოუთქვამთ, რატომ სცალია დავით არახამიას საქართველოსთვის მისამართად. იმიტომ, რომ ზურგში ლახვარს სცემთ ბატონებო და ქალბატონებო. ასე ვგრძნობდი მე თავს, როცა ომის დაწყებას საქართველოს აბრალებდით და მე ეროვნული მოსამართლე ვიყავი საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისო საქმეში 2008 წლის ომზე. როცა ფაქტობრივად მძევლად ამიყვანეთ და წლები იმაზე შიშში გამატარებინეთ, ცნობდით ან გაიტანდით თუ არა საჩივარს, ვის დანიშნავდით ადვოკატად, რა კულუარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდით, რას დაწერდით ან არ დაწერდით, რას გააფუჭებდით. და მე აბსოლუტურად ვერაფერს გავაკეთებდი ამ ყველაფრის შესაჩერებლად. თქვენ მე მარტო დამტოვეთ რუსეთის უზარმაზარი მანქანის წინაშე, რასაც არასდროს დაგივიწყებთ და გაპატიებთ.

მე ასევე ყველაზე კარგად მესმის რას შეიძლება გრძნობდნენ ის ქართველი სამხედროები, ვინც თქვენ დევნეთ და იმის იმედიც გქონდათ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მაინც მიაღწევდით მათ გასამართლებას.

და ჩემი ტანჯვა არაფერია იმასთან, რასაც ფრონტის ხაზზე მდგომი დავით არახამია შეიძლება გრძნობდეს. პრინციპში, რაზე უნდა გელაპარაკოთ, თქვენში არაფერია ადამიანური, რომ რამეს მიხვდეთ.

წერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია Facebook-ზე.

კომენტარები