თბილისის მერია

მელია: თბილისის მერიამ რუსულ სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიას ვაგონები შეუკვეთა

ნიკა მელია
REUTERS/Zurab Tsertsvadze

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას ცნობით, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს თბილისის მერიის სახელით, რუსულ კომპანიასთან Metrowagonmash-თან 170 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

მელიას თქმით, Metrowagonmash-ს კონტრაქტის თანახმად 44 ვაგონი უნდა მოეწოდებინა თბილისის მეტროსთვის. ენმ-ს ლიდერი ამბობს, რომ ეს კომპანია რუსულ სამხედრო, საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს, კერძოდ – მუხლუხოებიან ჯავშანტრანსპორტს.

"როდესაც მთელი დასავლეთი ცდილობს, რომ ფინანსური ნაკადები შეუწყვიტოს პუტინის რეჟიმს, იმისთვის, რომ მან ვერ მოახერხოს სამხედრო ინდუსქტრიის დაფინანსება, თქვენ ჩვენი სახელით კონტრაქტი გაქვთ გაფორმებული რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასთან და არ წყვეტთ კი არა ცალმხრივად კონტრაქტს, ხმასაც არ იღებთ და გატრუნულები ხართ". – ამბობს ნიკა მელია პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ნიკა მელიას თქმით, იმედს იტოვებს, რომ დედაქალაქის მერი დაუყონებლივ გაწყვეტს ცალმხრივად ამ კომპანიასთან კონტრაქტს.

კომენტარები