რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ომის დაწყებამდე, ყველას შეეძლო იმის დანახვა, რომ შემოჭრა გარდაუვალი იყო

რამდენიმე თვის წინ, როდესაც ომი დაწყებული არ იყო, ყველას შეეძლო იმის დანახვა, რომ შემოჭრა გარდაუვალი იყო. რუსი ჯარისკაცები ჩვენს საზღვართან იდგნენ. მე მათ [დასავლეთს] ვეუბნებოდი: გთხოვთ, რუსეთს სანქციები დაადეთ, რომ პუტინმა თავდასხმაზე არც კი იფიქროს. ეს არ გააკეთეს. შემდეგ, ვეუბნებოდი: გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას ისე, რომ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. არც ეს გააკეთეს. ახლა კი ისინი [რუსეთი] შემოჭრილნი არიან. რუსი ჯარისკაცები ჩვენს ქალაქებს ანგრევენ, ქუჩებში კი ლტოლვილებს კლავენ. მათი რაკეტები საცხოვრებელ შენობებს, უნივერსიტეტებს და ეკლესიებს ხვდება. ეს ბარბაროსობაა. დიახ, ჩვენ ვიღებთ შეიარაღებას, თუმცა, ცალსახაა, რომ მეტი გვჭირდება, რადგან ბარბაროსობა არ შეჩერებულა

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა Zeit-თან ინტერვიუში.

კომენტარები