კარგად მესმის, რატომ ამბობს ამას. მაგრამ ამავდროულად ისიც უნდა გავიაზროთ, თუ რა მასშტაბის რისკთან გვაქვს საქმე - საუბარია კონფრონტაციაზე ორ ბირთვული არსენალის მქონე მხარეს შორის. ესკალაციის რეალური რისკი არსებობს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მეორე მხრივ, უნდა ვთქვა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა მეტი იარაღი და სხვა სამხედრო აღჭურვილება უნდა მიაწოდონ უკრაინას, და შეეშვან ყოველგვარ ბიუროკრატიას ამ საკითხში. დაუყოვნებლივ უნდა მივაწოდოთ უკრაინას საბრძოლო დრონები, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო რაკეტები. ყველაფერი, რაც მათ დაეხმარება იმაში, რომ თავი უკეთ დაიცვას. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავართ: პუტინს ან დღეს ვუპირისპირდებით, ან ხვალ თავადვე მოგვიწევს ვეომოთ, რადგან ის უკრაინით არ დაკმაყოფილდება.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
რასმუსენი: უკრაინას დაუყოვნებლივ უნდა მივცეთ საბრძოლო დრონები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები
tbl.ge/5wlx
დაკოპირდა

პასუხობს NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი, რადიო თავისუფლების კითხვას იმას დაკავშირებით, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი NATO-ს მიმართ კრიტიკულია, რომ "მისი თქმით, ის "გაცივდა" ნატოს თემის მიმართ მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ნატოს ეშინია რთული გადაწყვეტილებების და რუსეთთან დაპირისპირებისა".
ამავე თემაზე
- ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ კრემლი კიევს ბელარუსის სუვერენიტეტის ხელყოფაში ადანაშაულებს
- ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
- "გაზპრომის" აქციების ფასი 2009 წლის შემდეგ პირველად 100 რუბლს ჩამოსცდა
- უკრაინამ რუსეთში რაკეტების კომპონენტების საწარმო დაბომბა (VIDEO)
- რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური




