ლარის კურსი

ფინანსთა მინისტრი ლარზე: მკვეთრი მერყეობის მოლოდინი მომდევნო პერიოდშიც არ გვაქვს

იმდენად სწრაფად იცვლება მოვლენები, საკმაოდ რთულია კონკრეტული პროგნოზების გაკეთება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვამუშავებთ ძალიან ბევრ სცენარს, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გარკვეულწილად ჩვენ ვამუშავებთ იმ ღონისძიებებსაც, რამაც შეიძლება ჩაანაცვლოს ან დამატებით შეინარჩუნოს ის არხები, რომელიც არხებიც იყო ქვეყანაში ფულის შემოდინების [საშუალება]. შესაბამისად, აქტიური მუშაობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ და შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვეთრი მერყეობის მოლოდინი ლარის კურსთან დაკავშირებით მომდევნო პერიოდშიც არ გვაქვს

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი TV იმედზე. ბოლო ორ კვირაში ლარი 40 თეთრზე მეტით გაუფასურდა. 9 მარტს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან 37 მილიონი დოლარი გაყიდა, რის შემდეგაც, ლარი 8 თეთრით გამყარდა.

კომენტარები