რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის დასახმარებლად 1.4 მილიარდ დოლარს გამოყოფს

Bloomberg

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინის დასახმარებლად 1.4 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ფონდი ზემოხსენებულ თანხას უკრაინას ომის შედეგებთან გამკლავებისთვის გადასცემს.

ფონდის ხელმძღვანელობის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ ფონდი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის ეკონომიკური რეაბილიტაციისა და ზრდისთვის შესაბამის ეკონომიკურ პროგრამაზე იმუშავებენ.

ფონდის ხელმძღვანელის, კრისტალინა გეორგიევას თქმით, როდესაც ომი დასრულდება და ზარალის სათანადოდ შეფასება შესაძლებელი იქნება, ქვეყნის ეკონომიკის რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად შესაძლოა დამატებითი თანხების გამოყოფაც გახდეს საჭირო.

კომენტარები