რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: სასწრაფოდ დახურეთ ცა, თქვენ გაქვთ ძალა, მაგრამ ჩანს, კარგავთ ადამიანობას

მარიუპოლი. რუსეთის ჯარების პირდაპირი დარტყმა სამშობიაროზე. ხალხი ნანგრევების ქვეშ. ბავშვები ნანგრევების ქვეშ. ეს სისასტიკეა.

კიდევ რამდენ ხანს იქნება მსოფლიო თანამონაწილე ტერორის იგნორირებით? სასწრაფოდ დახურეთ ცა, შეაჩერეთ მკვლელობები ახლავე, თქვენ გაქვთ ძალა, მაგრამ, ჩანს, კარგავთ ადამიანობას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლის დაბომბილი სამშობიაროს კადრებს ავრცელებს.

კომენტარები