გერმანია

გერმანიაში სამინისტროები ბოლო ატომური სადგურების შენარჩუნებას მხარს არ უჭერენ

AP

გერმანიის ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებმა რეკომენდაცია არ გაუწიეს ქვეყანაში დარჩენილი სამი ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირების გახანგრძლივებას.

გერმანიაში გასული თვის ბოლოს წამოაყენეს რამდენიმე ატომური სადგურის შენარჩუნების იდეა, რომლებიც წლის ბოლომდე უნდა დახურულიყო. მიზანი ქვეყნის რუსეთიდან იმპორტირებული ენერგიაზე დამოუკიდებლობის შემცირება იყო, თუმცა ოფიციალური უწყებების პოზიციით, ამ ნაბიჯის ხარჯები და რისკები აჭარბებს მისგან მიღებულ შეზღუდულ სარგებელს.

"სარგებლის, რისკებისა და გაზის მიმდინარე კრიზისის გათვალისწინებით დარჩენილი სამი ატომური ელექტროსადგურის მოქმედების ვადის გახანგრძლივება არ არის რეკომენდებული". – ნათქვამია გერმანიის ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გერმანიამ შეიმუშავა ცვლილებები ენერგოსისტემისთვის, რათა რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეემცირებინა. გერმანიაში მოხმარებული ბუნებრივი აირის 2/3 რუსეთიდანაა იმპორტირებული.

კომენტარები