რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომის ფონზე ცნობილი არაყი STOLICHNAYA სახელს იცვლის

NPR

ლატვიური არყის მწარმოებელი კომპანია Stoli Group თავის ყველზე ცნობილ პროდუქტს, Stolichnaya-ს სახელს შეუცვლის. 

Stoli Group-ის გადაწყვეტილებით, არყის ახალი სახელი იქნება Stoli. გენერალური დირექტორის, იურ შეფლერის განმარტებით მას არ სურს, რომ მისი პროდუქცია რუსეთთან ასოცირდებოდეს. 

"ვამაყობ ჩემი ბრენდით და არ მინდა პუტინის რუსეთთან ასოცირდებოდეს. შეგახსენებთ, რომ პუტინისადმი ოპოზიციური განწყობების გამო 2000 წელს რუსეთიდან გამაძევეს". – ამბობს შეფლერი.

Stolicnhaya როგორც ბრენდი, 1938 წელს საბჭოთა კავშირში დარეგისტრირდა. 1941 წელს გამოვიდა პირველი არაყი ამ სახელით. 70-იან წლებში, კომპანია PepsiCo-მ არაყი აშშ-ში გაიტანა. 1997 წელს ბრენდზე უფლებები რუსმა ბიზნესმენმა იური შეფლერმა შეიძინა. 2000-იანი წლებიდან ცნობილ არაყს ლატვიაში აწარმოებენ.

კომენტარები