რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ჟიტომირის ოლქში 160 წლის წინ აგებული ისტორიული ეკლესია გაანადგურეს

ჟიტომირის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა 160 წლის წინ აგებული ეკლესია დაანგრიეს. ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურულ მონუმენტს ოკუპანტების 7 მარტს, გამთენიისას დაესხნენ თავს.

ჟიტომირის ოლქის სოფელ ვიაზოვკაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი 1862 წელს ააგეს. ჯერ-ჯერობით უცნობია შესაძლებელია თუ არა ისტორიული ძეგლის აღდგენა, თუმცა როგორც ფოტოზე ჩანს, ხის კონსტრუქცია მთლიანად განადგურებულია.

ჟიტომირის ოლქს რუსი ოკუპანტები თავს საჰაერო სივრციდან დაესხნენ. თავდასმის შედეგად რამდენიმე სამოქალაქო ობიექტი განადგურდა.

კომენტარები