რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ილია II: ზოგიერთ ქვეყანაში ომია, ვწუხვართ, ვლოცულობთ, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა

ყველაფერი იცვლება ამ ქვეყანაზე, ზოგი უკეთესობისკენ, ზოგი უმცირესობისკენ, ჩვენ ვუყურებთ ამას და გვიკვირს, როდის დამთავრდება ეს ცვლილებები. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება, მეორედ მოსვლა უფლისა იხილება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ღვთის ნებაზე, ღვთის განგებაზე. დიდება შენდა უფალო, მადლობა შენდა, განგება ღვთისა კანონზომიერია, განგება ღვთისა მიუწვდომელია.

აი, ომია ზოგიერთ ქვეყანაში, ვწუხვართ, რომ ეს ომი არის. ჩვენ ვლოცულობთ, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტა არის, ჩვენ კიდევ ვეცდებით. ვწუხვართ შექმნილი სიტუაციისთვის, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეწყდეს სისხლისღვრა, შეწყდეს ომი, ხალხმა მოიპოვოს მშვიდობიანი ცხოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობა სუფევდეს.

საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ქადაგებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კომენტარები