რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: მზად ხართ, მხოლოდ იმედი გქონდეთ, რომ რაკეტა ატომურ სადგურს არ მოხვდება?

მსოფლიო მზად არის ჩერნობილზე 6-ჯერ დიდი კატასტროფისთვის? ვინც ახლა იმაზე ყოყმანობს, აუცილებელია თუ არა უკრაინის ცის ჩაკეტვა, მზად არის, რომ არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ მათი შვილების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწიროს?

საუბარი არ არის ომზე სადღაც შორის, უკრაინაში. ეს თქვენ უსაფრთხოებასა და მთელი მსოფლიოსთვის ბირთვულ საფრთხეს ეხება. ასე რომ, განსაჯეთ სიტუაცია. ჰკითხეთ საკუთარ თავს – მზად ხართ, მხოლოდ იმედი გქონდეთ, რომ რაკეტა ატომურ ელექტროსადგურს არ მოხვდება, როგორც ისინი "შემთხვევით არ ბომბავენ" სახლებსა და საბავშვო ბაღებს? პრევენციული სანქციები არ დაწესებულა. ახლა ყველა შორიდან, ტელევიზიით უყურებს ამ ყოყმანის შედეგებს.

თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსეი რეზნიკოვმა საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიმართვისას.

კომენტარები