საქართველო-აშშ

იან კელი კობახიძეზე: კი, ყველას შემოუშვებენ საზღვარზე, თუ პუტინის ოპონენტი არ ხარ

იან კელი
RFE/RL

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, "საქართველო ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და პასუხისმგებელია მათ უსაფრთხოებაზე".

"თუ პუტინის ოპონენტი არ ხარ (როგორც სობოლი და გუდკოვი), ასეთ შემთხვევაში უკან, რუსეთში დაგაბრუნებთ". - წერს იან კელი.

 გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ოპოზიცია რუსეთის მოქალაქეების მიმართ დისკიმინაციულ კამპანიას აგორებს. მანვე თქვა, რომ პარლამენტი დისკიმინაციის და ეთნიკური შუღლის წინააღმდეგ კანონპროექტს გაამკაცრებს.

კომენტარები