რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კულება NATO-ს: მოვა დრო, როცა მზად იქნებით, მოგვცეთ ნებისმიერი იარაღი, იმედია, არ იქნება გვიან

მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ, მაგრამ ეს არის ომი და ომში საჭიროა ყველაფერი გაკეთდეს იქამდე, სანამ ვარსებობთ. ჩვენ, ერთად, ევროპის უსაფრთხოებისთვის, ჩვენ, ერთად, ევროპაში თავისუფლებისთვის - რუსეთი ცდილობს უკრაინა სირიად აქციოს და მათი ტაქტიკა ახლა, ძალიან გავს იმას, რაც სირიაში გამოიყენეს. თუმცა, ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება რუსეთს, რომ შექმნან სირია ევროპაში. ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ, გავაგრძელებთ ბრძოლას, მაგრამ დაგვეხმარეთ. თუ არ დაგვეხმრებით, ვშიშობ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინელი მოქალაქეების სიცოცხლესა და ტანჯვაზე, რომლებიც დაიღუპნენ იმიტომ, რომ დაუნდობელმა რუსმა პილოტებმა ბომბები ესროლეს.

უკრანასკნელ 8 დღეში უმეტესი თქვენგანისგან, საგარეო საქმეთა მინისტრებო, მესიჯები მივიღე, რომლებიც ამბობდა: "დმიტრო, ჩემმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოგამარაგოთ იარაღით - ანტისატანკო იარაღები, ტყვიები, სამხედრო აღჭურვილობა, ყუმბარები. იმედი მაქვს, ეს არ არის ძალიან გვიანი"

მე ვიცი, რომ ეს ომი ვითარდება ისე, რომ მოვა მომენტი, როდესაც მზად იქნებით მოგვამარაგოთ ნებისმიერი რამით, ნებისმიერი იარაღით, რაც პუტინის ევროპაზე თავდასხმისა და მისი კოშმარად ქცევისგან შესაჩერებლად დაგვჭირდება და ჩემი ერთადერთი იმედია, რომ არ იქნება ძალიან გვიანი.

მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს.

კომენტარები