რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ცნობილი უკრაინელები, რომლებმაც სამშობლოს დასაცავად ხელში იარაღი აიღეს

Be Funky

24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. რეგულარული არმიის გარდა ოკუპანტებს რიგითი მოქალაქეები უწევენ წინააღმდეგობას. 

კულტურისა და სპორტის რამდენიმე ცნობილმა წარმომადგენელმაც სამშობლოს დასაცავად იარაღი აიღო ხელში.

 სერგიი სტახოვსკი

36 წლის ყოფილი ჩოგბურთელი, ATP-ის არაერთი ტიტულის მფლობელი დღეს უკრაინის სამხედრო ძალების რეზერვშია. სპორტსმენმა ცოლ-შვილი უნგრეთში დატოვა და რეზერვშ ჩაეწერა.

"აუცილებლად ვიბრძოლებ, სწორედ ამიტომ ვბრუნდები უკრაინაში". – ამბობს ჩოგბურთელი.

ოლექსანდრ უსიკი

მსოფლიოს, ევროპისა და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი, მოკრივე ალექსანდრ უსიკი მოხალისეებს შეუერთდა.

"გავერთიანდეთ ერთი მიზნისთვის – დავიცვათ სამშობლო". – ამბობს მოკრივე.

ვასილი ლომაჩენკო

სამი სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი მოკრივე, ვასილი ლომაჩენკო 27 თებერვალს მოხალისეთა ბატალიონში ჩაეწერა.

"ჩამოყალიბდა და შეიარაღდა ბელგოროდ-დნესტროვის ტერიტორული დაცვის ბატალიონი. მისი ერთ-ერთ წევრია მოკრივე ვასილი ლომაჩენკო". 

ანდრიი ხლივნიუკი

ანდრიი ხლივნიუკი პოპულარული ჰიპ-ჰოპ არტისტი და როკ ბენდ BoomBox-ის წევრია. მუსიკოსი მოხალისეთა ბატალიონში ჩაეწერა.

"ახლა გიტარაზე დაკვრის დრო არ არის, ხელში იარაღის აღების დროა. თუ საჭიროა ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძოლებ". – ამბობს მუსიკოსი, რომელიც მოგვიანებით მოხალისეთა ბატალიონში ჩაეწერა.

 

 

კომენტარები