რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზურაბიშვილი: ჩანს, პუტინი მთელ ქვეყანას ანადგურებს, ეს მასობრივი განადგურების ომია

უკვე აღარ ჩანს, რომ ის [ვლადიმირ პუტინი] მხოლოდ რამდენიმე რეგიონის ანექსიას ისახავს მიზნად. ახლა როგორც ჩანს, ის მთელ ქვეყანას ანადგურებს. ეს, გარკვეულწილად, მასობრივი განადგურების ომია. 

დღეს მოვისმინე განცხადება, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მე დარწმუნებული არ ვარ, რომ გეგმის მიხედვით მიდის. მის გეგმებში არ შედიოდა ის, თუ როგორ წინააღმდეგობას უწევს უკრაინა. მან საკუთარი ძალებით ყველა მხრიდან მოამზადა მასობრივი ფსიქოლოგიური თავდასხმა და ამან არ იმუშავა. რა თქმა უნდა, სამხედრო თვალსაზრისით მას აქვს უპირატესობა, რომელიც ამა თუ იმ დღეს იჩენს თავს, თუმცა უკრაინელი ხალხისა და ხელმძღვანელობის მონდომება და წინააღმდეგობა მართლაც ძალიან საამაყოა.

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი CNN-თან ინტერვიუში. 

კომენტარები