რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ეს არის ჰოლოკოსტი, რომელსაც ყოველდღე ტელევიზორში ვუყურებთ. რუსები აფეთქებენ შენობებს, სადაც იმყოფებიან ქალები, ბავშვები და უბრალო, მშვიდობიანი მოქალაქეები. ხალხი კვდება. დაღუპულთა რიცხვი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ამას საინფორმაციოებში გვეუბნებიან. როდესაც ხედავ, რომ მთელი საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებულია და ამბობენ, რომ მხოლოდ 1 ადამიანი გარდაიცვალა, ეს შეუძლებელია. უამრავი ადამიანი კარგავს სიცოცხლეს და ჩვენ რუსეთს ამის უფლებას ვაძლევთ. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ადამიანების მოკვლა. ეს ქვეყანა არც აშშ-ს სცემს პატივს და არც აშშ აკეთებს რამეს ამის შესაცვლელად. ამჟამად ამერიკას სულელები მართავენ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ტრამპი: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ადამიანების მოკვლა, ეს ჰოლოკოსტია, მსგავსი რამ არ მინახავს
tbl.ge/5w4r
დაკოპირდა

ამბობს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Fox Business-თან საუბარში.
ამავე თემაზე
- სირსკის თქმით, მაისში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე დაკარგა
- ზელენსკიმ, E3-ის ლიდერებმა ლონდონში "სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის" 5 პირობა დაასახელეს
- NATO-ს ავიაგამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეფრენილი დრონი ჩამოაგდეს
- უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში ნავთობსაცავზე იერიში მიიტანა
- სანქტ-პეტერბურგზე უკრაინული დრონებით იერიშს რუსეთმა "უპრეცედენტო" უწოდა




