რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

საფრანგეთი უკრაინას €100 მილიონი ოდენობის ფინანსურ და ჰუმანიტარულ დაეხმარებას გაუწევს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, საფრანგეთი უკრაინას 100 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას გაუწევს

"უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად გამოწვეული ჰუმანიტარული სიტუაციის გამო, უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ საფრანგეთმა გადაწყვიტა გამოყოს €100 მილიონი ოდენობის ფინანსური პაკეტი, რათა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმაროს". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

განცხადების თანახმად, საფრანგეთი ასევე დაეხმარება პოლონეთში გადასულ უკრაინელებს. 

საფრანგეთმა პოლონეთის გავლით უკრაინას უკვე გაუგზავნა 33 ტონა სასწრაფო დახმარება, რომელიც მოიცავს კარვებს, საბნებსა და საძილე ტომრებს. ისინი უკრაინის ხელისუფლებას ორშაბათს გადაეცა. 

კომენტარები