რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: ბევრი, ვინც კიევის აღებას 2-3 დღეში ელოდა, უკვე ჯოჯოხეთშია, არ დავნებდებით!

ძვირფასო უკრაინელებო! თავდაცვის 128 საათი. არსებული მონაცემებით, რუსი ოკუპანტები უახლოეს მომავალში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციის დასაწყებად ემზადებიან. მათი მიზანია, ტყუილით გატეხონ უკრაინელი ხალხი და არმია. თავდაპირველად, ისინი კომუნიკაციის შეზღუდვას გეგმავენ. ამის შემდეგ, გავრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, თითქოს, დანებებას დათანხმდა. სავარაუდოდ, ეს იქნება "ხელმოწერილი დოკუმენტები", ასევე, დამუშავებული ყალბი ვიდეოები. ეს სიცრუეა.  

არ დავნებდებით! მხოლოდ გამარჯვება! გააფრთხილეთ ყველა, ვინც შეგიძლიათ, გააფრთხილოთ. ბევრი მათგანი, ვინც კიევის აღებას 2-3 დღეში ელოდა, უკვე ჯოჯოხეთშია. მყარად დაიჭირეთ იარაღები! ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობის გაწევას! დიდება უკრაინას!

წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკს რეზნიკოვი. 

კომენტარები