მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მე რომ ციხეში ვარ, მხოლოდ ამის გამო შეიძლება, პუტინმა დაარტყას საქართველოს

ის, რომ მე ტყვედ ვყავარ აყვანილი საქართველოში მინდა ყველამ კარგად გავიაზროთ, რამდენად ზრდის საქართველოზე რუსეთის მხრიდან დარტყმის ალბათობას. სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა მე ვიყავი ნომერ პირველი მტერი პუტინის რეგიონში, ახლა ნამდვილად ვუთმობ ამ საპატიო ადგილს ჩვენს პრეზიდენტს. 

ჩვენ არავის არ გვსურს ომი, მე ძალიან არ მინდა ომი. მე ვიცი, რა არის ომი. იმისათვის, რომ ომი თავიდან ავიცილოთ უკრაინაში, პუტინმა უნდა წაიტეხოს კბილები. ის, რომ მე აქ ციხეში ვარ, მხოლოდ ამის გამო შეიძლება, დაარტყას საქართველოს. ამიტომ, მოვუწოდებ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მე ჩემს უსაფრთხოებაზე არ ვზრუნავ, მე მოვუწოდებ, ვინც ამას წყვეტს, იმ კაცს, გამიშვან ჩემს მეგობართან, ჩემს მთავარსარდალთან, ზელენსკისთან, ყველაზე სახიფათო ადგილას მსოფლიოში, კიევში.

თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე. 

კომენტარები