მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: გამიშვით კიევში სამკურნალოდ, იქ ყოფნისას არ ჩავერევი ქართულ პოლიტიკაში

ციხეებში გადატანილი ტრავმების შედეგად, მე განმივითარდა მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა, რაც მოითხოვს დაუყონებლივ მკურნალობას. ამიტომ, მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დათანხმდეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას, მოახდინოს ჩემი სამედიცინო ტრანსფერი ქალაქ კიევში და დროებით გადამივადოს სასჯელი, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება. მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მე ვარ უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე, ჩემი ოფისი განლაგებულია პირდაპირ პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის გვერდით.

როგორც კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება და ზოგადად სიტუაცია ოდნავ დასტაბილურდება, ამის შემდეგ გაძლევთ ჩემს პატიოსან სიტყვას და ამ სიტყვას არასდროს გადავდივარ, ვთქვი, რომ ჩამოვალ და ჩამოვედი. ვიცოდი, რითი დამთავრდებოდა, ჰო? თუ გადაწყვეტთ ამ სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებას, რომელსაც მე უსამართლოდ მივიჩნევ, პირველივე გამოძახებაზე ჩამოვალ თბილისში და თქვენ იცით, რომ ეს ასე იქნება. რა თქმა უნდა, თუ ცოცხალი დავრჩი, ამ ყველაფრის შემდეგ, რაც იქ ხდება.

თუ ამას დათანხმდებით, კიევში ჩემს ტრანსფერს მესამე დიდი ევროპული ქვეყანა განახორციელებს, რომლისგანაც შემოთავაზება თქვენ ასევე გაქვთ...

თუ თქვენ დათანხმდებით ამ წინადადებას, მე მოვუწოდებ ჩვენს ყველა მოქმედ საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ ამ პერიოდში... ყოველ შემთხვევაში, ჩემთან დაკავშირებულ ნებისმიერი საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ და ავიღებ ვალდებულებას, ჩემი საზღვარგარეთ ყოფნის დროს ოღონდ მხოლოდ, არ ჩავერიო ქართულ პოლიტიკაში რაიმე ფორმით. თუ უკან დამიბარებთ და ჩამომიყვანთ, იქ, რა თქმა უნდა, ეს პირობა უკვე აღარ შესრულდება.

განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე.

კომენტარები