ხანძარი საბურთალოზე

თბილისში, საბურთალოზე შენობა იწვის

ტაბულა

თბილისში, საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე სპორტის სასახლის შენობა იწვის. ჯერჯერობით, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20 ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის გაჩენის მომენტში შენობაში მყოფმა ყველა მოქალაქემ ტერიტორია უვნებლად დატოვა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

კომენტარები