მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ახლა უკრაინაში უნდა იყოს პუტინთან ყველაზე პირველი მებრძოლი პრეზიდენტი

სულ რომ მომაკვდავი ვიყო, ახლა უკრაინაში ყოფნა ჩემს მოვალეობად მიმაჩნია. ახლა უკრაინაში უნდა იყოს პუტინთან ყველაზე პირველი მებრძოლი პრეზიდენტი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილების გაზიარება შეუძლია ამ ბრძოლაში და ასევე, კონტაქტების გამოყენება.

ასე უპასუხა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, TV პირველზე ნოდარ მელაძის შაბათის მიერ დასმულ შეკითხვას, არის თუ არა მისთვის კიევში ყოფნა საფრთხის შემცველი. 24 თებერვალს სააკაშვილმა სამკურნალოდ კიევში გაგზავნა მოითხოვა.

კომენტარები