რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის მხარდასაჭერად ნინო ქათამაძის და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი გაიმართება

"ხმა საქართველოდან" - დღეს, 23:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერად ნინო ქათამაძისა და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი გაიმართება.

"ერთად დგომით და მტკიცე პოზიციით გავაგონოთ ჩვენი ხმა უკრაინას! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს" - წერია Event-ის აღწერაში.

გარდა ამისა, პარლამენტთან, 19:00-ზე დაიწყება უკრაინის მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით - უკრაინისთვის". სოლიდარობის აქციას აქტივისტები და პარტიების წარმომადგენლები უერთდებიან. 

"რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული ქალაქების აღება ვერ მოახერხეს, თუმცა სისხლისმღვრელი ომი გრძელდება! ქართველი ხალხის უპრეცედენტო სოლიდარობა შეუმჩნეველი არ დარჩა, ჩვენ მადლობა გადაგვიხადა უკრაინის პრეზიდენტმა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! ვიკრიბებით პარლამენტის წინ, 7 საათზე!" - წერენ აქტივისტები.  

25 თებერვალს თბილისში უკრაინის მხარდასაჭერად მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები უკრაინაში მიმდინარე ომზე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გაემიჯნნენ. 

იმავ საღამოს, თბილისში გამართულ აქციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ქართველ ხალხს მადლობა გადახადა.

კომენტარები