რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვასიკოვის მერი: საშინელი ღამე დასრულებულია, რუსების თავდასხმები მოვიგერიეთ

უკრაინის ქალაქ ვასილკოვის მერი, ნატალია ბალასინოვიჩი ამბობს, რომ შეტაკებები უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებით დასრულდა. 

ვასილკოვი კიევიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობს. რუსი სამხედროების თავდასხმა და შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ბალასინოვიჩის თქმით, იბომბებოდა აეროდრომები და სამხედრო ბაზები. 

"ახლა ბრძოლები მთავრდება. შეიძლება ითქვას, რომ ვასილკოვოში უკვე სიწყნარეა და ჩვენი საშინელი ღამე დასრულდა".- ამბობს ქალაქის მერი. 

დაჭრილების და დაღუპულების გადასაყვანად დედაქალაქიდან გამოგზავნილი სამხედრო მანქანები ქალაქში უკვე ჩავიდნენ. 

კომენტარები