რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი იტალიის პრემიერს: შემდეგ ჯერზე ვეცდები ომის განრიგი სასაუბროდ გადავწიო

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა იტალიის პრემიერმინისტრის მარიო დრაგის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას, რომ ზელენსკიმ მასთან სატელეფონო საუბარი დათქმულ დროს არ გამართა. 

"დღეს 10:30-ზე ჩერნიგოვთან, გოსტომელთან და მელიტოპოლთან მძიმე ბრძოლა მიმდინარეობდა. ხალხი დაიხოცა. სხვა დროს ვეცდები ომის განრიგი გადავდო, მარიო დრაგის რომ ვესაუბრო კონკრეტულ დროს. პარელურად, უკრაინა აგრძელებს საკუთარი ხალხისთვის ბრძოლას", – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

აღსანიშნავია, რომ დრაგი არის ერთ-ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც რუსეთის SWIFT-იდან გარიცხვას არ ემხრობა. 

კომენტარები