რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bloomberg: უკრაინაში შეჭრის გამო, რუსმა მილიარდერებმა $40 მილიარდამდე ქონება დაკარგეს 

ვლადიმირ პუტინი

უკრაინაში შეჭრისა და დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების გამო, უმდიდრესმა რუსმა პოლიტიკოსებმა და ბიზნესმენებმა 40 მილიარდ დოლარამდე ქონება დაკარგეს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, LUKOIL-ის ხელმძღვანელის, ვაგიტ ალეკპეროვის ქონება - $6.2 მილიარდით შემცირდა, რუსმა ოლიგარქმა, ალექსეი მორდაშოვმა 4.2 მილიარდ დოლარამდე დაკარგა, Novolipetsk-ის მფობელის, ვლადიმირ ლისინის ქონება კი $3.9 მილიარდით შემცირდა. 

რუსი მილიარდერების ქონების შემცირების მთავარი მიზეზი რუსეთის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასების ვარდნაა, ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში MOEX ინდექსის ღირებულება თითქმის 35%-ით შემცირდა, რაც რუსეთის ისტორიაში ინდექსის ვარდნის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია. 

მნიშვნელოვნად შემცირდა მსხვილი რუსული კომპანიების აქციების ფასებიც, 24 თებერვლის ვაჭრობის დროს, Gazprom-ის ღირებულება 54%-ით შემცირდა, Rosneft-ის 59%-ით, Novatek-ის აქციები 48%-ით დაეცა, LUKOIL-ის აქციების ფასი კი 47%-ით შემცირდა.

რუსი მილიარდერების საინვესტიციო პორტფელის უდიდეს ნაწილს მსხვილი რუსული კომპანიების აქციები შეადგენს, მათი ღირებულების ვარდნა კი ქონების საერთო მოცულობაზე ნეგატიურად აისახება. 


საგულისხმოა, რომ საფონდო ბირჟის ვარდნით ქონების შემცირება არ განიხილება აუნაზღაურებელ ზარალად, რადგან შესაძლოა, რომ დროთა განმავლობაში რუსული კომპანიებს აქციების ფასები ისევ გაიზარდოს, რაც, თავის მხრივ, აქციონერების ქონებაზე პოზიტიურად აისახება. 
 

კომენტარები