რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მეუფე იაკობი უკრაინაზე: მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი

ომის დაწყებამდე შეიძლება ან ერთი მხარისთვის მოგესმინა, ან მეორისთვის, ან მესამისთვის. როგორც კი ომი დაიწყო, ჩემთვის იქ დამთავრდა ერთ-ერთი მხარის სიმართლეზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ როგორც მე რომ ძლიერი ვიყო და ვიღაც დავჩაგრო, ისე არ შეიძლება ბოლომდე შეიარაღებულებმა დაჩაგრონ ვიღაც იმის გამო, რომ იარაღით ვერ ერევა მას. მე თუ თავისუფალი ვარ და დამოუკიდებელი, მე ჩემი არჩევანი უნდა მქონდეს. აქ არც NATO-ზეა ლაპარაკი, არც ევროკავშირზე, უბრალოდ არ მოსწონთ ის, რომ ვიღაცის მონა არ ხარ. არ შეიძლება ასე. მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი, მე პირადად ასე მირჩევნია.

დღეს საქართველო ძალიან დიდი განსაცდელის წინაშეა. არამარტო უკრაინა, მთელი მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშე ვდგავართ. 2008 წელს ვის რა დავუშავეთ? გაგვჟლიტეს, წაგვართვეს მიწები და იქ სიკეთე შეიტანეს თუ რა? მოასხდნენ თავზე და არიან ისე, ამიტომ მინდა ჩემს ერს მოგმართოთ – დავფიქრდეთ თუ რის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ხომ აუცილებლად მოგვიწევს რომელიმე მხარეს დადგომა. შეშინებულები არ უნდა ვიყოთ. ჩვენ ვართ ასი ათასი მოწამის ერი, ჩვენ ვართ ექვსი ათასი ბერის ერი, ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის ერი, რომელიც ბრძოლაში იმარჯვებდა. მთავარია, შეშინებული არ უნდა ვიყოთ, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს მაინც, ერთმანეთში შუღლი არ უნდა იყოს.

თქვა ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

კომენტარები