რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სასულიერო პირები და თეოლოგები უკრაინაზე პატრიარქსა და სინოდს მიმართავენ

patriarchate.ge

სასულიერო პირები და თეოლოგები კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და წმინდა სინოდს წერილით მიმართავენ.

წერილს ხელს 20 სასულიერო პირი და 15 თეოლოგი აწერს.

გთავაზობთ მიმართვას სრულად:

"რუსეთის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესია, შეჭრა და ომი უკრაინაში, რომელიც ცალსახად დაკავშირებულია საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებში სეპარატიზმის გაღვივებასთან, სუვერენიტეტის ხელყოფასთან, უდანაშაულო მსხვერპლთან, იძულებით მიგრაციასთან, ეთნიკურ წმენდასა და რუსეთის იმპერიალისტურ ფაშიზმთან - აწარმოოს მეზობელი ქვეყნების ოკუპაცია და ანექსია, აუკრძალოს მათ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება, მოახდინოს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესტავრაცია და ჩამოაყალიბოს ახალი მსოფლიო წესრიგი, ავალდებულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას, რათა პასუხისმგებლიანი, ძმათმოყვარეობითი და ობიექტური პოზიცია დააფიქსიროს აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით და შექმნილ ვითარებაზე გამოთქვას მკაფიო და არაორაზროვანი დამოკიდებულება, დაგმოს სახელდობრ მოიერიშე მხრის ინტერვენციული ქმედებები და არა უბრალოდ "საომარი ვითარებით მოსალოდნელი მსოფლიო ტრაგედია"!

ამდენად, ახლა, როგორც არასდროს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაცია, სახელდობრ, კათოლიკოს-პატრიარქი და წმ. სინოდის ეპისკოპატი - საკუთარი სამღვდელოებითურთ ვალდებულია, დაეყრდნოს სახარებისეულ პრინციპებს, გაიაზროს ისტორიული საფუძვლები, პირუთვნელად მიუდგეს კანონიკურ ნორმებს, უარი თქვას კონიუქტურულ არგუმენტაციაზე და გამოხატოს სრული მხარდაჭერა, როგორც უკრაინელი მართლმადიდებელი ძმების უსაფრთხოების ნაწილში, რომელიც მათ ტერიტორიულ მთლიანობას გულისხმობს, ისე დამოუკიდებელი ეკლესიის ავტოკეფალურობის საკითხშიც და შევიდეს ევქარისტიულ ერთობაში უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის პირველიერარქ - უნეტარეს მიტროპოლიტ ეპიფანესთან.

ამასთან, საჭიროდ მივიჩნევთ, რათა გაწყვიტოს საქართველოს ეკლესიამ ევქარისტიული კავშირი კრემლის მსახურ რუსეთის ეკლესიასთან, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მსგავსად ანალოგიური აგრესიით პოზიციონირებს საერთო მართლმადიდებლურ სამყაროში და თავად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაც მოსკოვის საპატრიარქომ მიითვისა ქართული ეკლესიები, დაადგინა თავისი სამღვდელოება, აშენებს ახალ ტაძრებს.

მოვუწოდებთ საქართველოს ეკლესიის მესვეურებს, გამოიყენონ ისტორიული შანსი, შეახსენონ დანარჩენ მსოფლიოს უკრაინის დარად საქართველოს უმძიმესი ტკივილი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სისხლიან ოკუპაციასთანაა კავშირში და ამგვარად შეუნარჩუნონ ღირსება ივერიის უძველეს საყდარსა და ქართულ საზოგადოებას", - წერია წერილში.

ხელს აწერენ:

არქიმანდრიტი ათინოგენე (მდივანი)

იღუმენი დანიელი (გვილავა)

მღვდელმონაზონი ლუკა (იბრაგიმოვი)

დეკანოზი ზაზა თევზაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი

მღვდელი მირიან მესხაძე

მღვდელი გაბრიელ ღლონტი

მღვდელი ილია ასათიანი

დიაკონი კონსტანტინე გაბისონია

დიაკონი ანანია კალანდია

ბერ-დიაკონი პეტრე (ღუდუშაური)

იღუმენია თამარი (გამყრელიძე)

მონაზონი მარკოზი (წულაია)

მონაზონი ბასილი (გვილავა)

მონაზონი ამბროსი (სხულუხია)

მონაზონი დავითი (ხელაია)

მონაზონი მიქაელი (ჯალაღონია)

მონაზონი მართა (ლაბაძე)

მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე)

თეოლოგები:

ბასილ კობახიძე

გოჩა ბარნოვი

ვანო შოშიაშვილი

შოთა კინწურაშვილი

ზვიად ცაბაძე

გიორგი ტიგინაშვილი

გიორგი გეგუჩაძე

რატი ბიგანიშვილი

გურამ პაპავა

დავით ნებიერიძე

მამუკა ხითარაშვილი

ლაშა ჯიხვაშვილი

მიხეილ ნებიერიძე

ბექა მინდიაშვილი

ზურა ჯაში

კომენტარები