რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზურაბიშვილი: ეს დღე ტრაგიკულია საქართველოსთვისაც და ყველა დემოკრატიული ერისთვის

ტრაგიკული დღეა დღეს უკრაინისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი იღონა, ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. დღეს, როცა უკრაინა ცდილობს გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდზე დგას. ეს დღე ასევე ტრაგიკულია საქართველოსთთვის და ყველა მშვიდობისმოყვარე დემოკრატიული ერისთვის, ევროპაში და მსოფლიოში, რამეთუ ომი ევროპის გულში გაჩაღდა ყველანაირი დიალოგის მცდელობის მიუხედავად.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა. მინდა, პატივი მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, რომლებიც შეეწირნენ დღეს თავიანთი ქვეყნის სუვერენობის დაცვას. მინდა შევუერთდე დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე, სადაც განაცხადა, რომ ის ხელს მოაწერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას.

კომენტარები