რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კაჭკაჭიშვილი: მეც მჯეროდა, რომ 2008-ში ომის აცილება შეგვეძლო, დასტურდება, რომ არ შეგვეძლო

პუტინმა ომი დაიწყო უკრაინასთან იმის მიუხედავად, რომ ზელენსკი ბოლომდე იკავებდა თავს და ცეცხლი არ გაუხსნია. ანუ, არგუმენტი, რომ ზელენსკი რუსულ პროვოკაციას არ წამოეგო და ამით ომს აუცილებლად აიცილებს, სისულელე აღმოჩნდა. რუსეთმა ომი მაინც დაიწყო.

შესაბამისად, უკვე სისულელედ მოჩანს არგუმენტი, რომ 2008 წელს რუსეთმა იმიტომ დაგვარტყა, რომ სააკაშვილი რუსულ პროვოკაციას წამოეგო.

მეც ვიყავი მათ შორის, ვისაც სჯეროდა, რომ 2008 წელს ომის თავიდან აცილება შეგვეძლო.

ახლა დასტურდება, რომ არ შეგვეძლო

წერს Facebook-ზე სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

კომენტარები