უკრაინამ საჰაერო სივრცე ჩაკეტა

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ავიაციისთვის შექმნილი საფრთხის გამო უკრაინამ საჰაერო სივრცე ჩაკეტა.

"რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო ავიაციის საჰაერო სივრცის გამოყენების მთავარი ცენტრის გადაუდებელ შეტყობინებაზე დაყრდნობით, სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხოების მაღალი რისკის გამო, 00:45 საათიდან (კიევის დროით 2:45) უკრაინის საჰაერო კოდექსისა და უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენების კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად უკრაინის შინაგან საქმეთა ცენტრალური დირექტორატმა მიიღო სამოქალაქო საჰაერო სივრცის მომხმარებლებისთვის საჰაერო სივრცის სასწრაფო ჩაკეტვის გადაწყვეტილება" - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა. უკრაინის დედაქალაქ კიევში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში აფეთქების ხმა ისმის. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები