რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინი უკრაინის არმიას დაუმორჩილებლობისა და იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს

პუტინი უკრაინის არმიას დაუმორჩილებლობისა და იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს.

"უნდა მივმართო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებსაც. პატივცემულო ამხანაგებო, თქვენი მამები, პაპები და დიდი პაპები ნაცისტებთან ჩვენი საერთო სამშობლოს დასაცავად იმისთვის არ იბრძოდნენ, რომ დღეს უკრაინაში ძალაუფლება ხელში ნეონაცისტებს ჩაეგდოთ. თქვენ ერთგულების ფიცი უკრაინელი ხალხის წინაშე დადეთ და არა ანტიეროვნულ ხუნტასთან, რომელიც ძარცვავს უკრაინას და ამცირებს ამ ერს. არ შეასრულოთ მისი დანაშაულებრივი ბრძანებები. მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ დაყაროთ იარაღი და წახვიდეთ სახლში. განვმარტავ. უკრაინის არმიის ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ვინც შეასრულებს ამას, შეეძლებათ წინაღობის გარეშე საბრძოლო ქმედებების ზონის დატოვება და ოჯახთან დაბრუნება", - თქვა პუტინმა და დაამატა, რომ სისიხლისღვრაზე პასუხისმგებლობას უკრაინის ამჟამინდელ მთავრობას აკისრებს. 

აქამდე, პუტინმა თანამშრომლობისკენ მოუწოდა უკრაინის რიგით მოქალაქეებსაც. 

"რაც არ უნდა მძიმე იყოს, გთხოვთ გაიგოთ ეს და მოგიწოდებთ ურთიერთქმედებისკენ, რათა ეს ტრაგიკული გვერდი რაც შეიძლება მალე გადავფურცლოთ და ერთად განვაგრძოთ წინსვლა", – თქვა რუსეთის პრეზიდეტნმა.

მას შემდეგ, რაც ლუგანსკელი და დონეცკელი სეპარატისტების მარიონეტულმა რეჟიმებმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ დახმარება სთხოვეს, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა.

კომენტარები