19 წლის კურტის ჯექსონი, იგივე 50 Cent, 1994 წელს ჰეროინისა და კოკაინის გაყიდვისთვის დააკავეს
ალ კაპონე გადასახადების დამალვის ბრალდებით 1930 წელს დააპატიმრეს
სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაკავებული ბილ გეითსი, 1975 წელი
ბრუნო მარსი 2010 წელს 2.6 გრამი კოკაინის ფლობისთვის დააკავეს, მუსიკოსს გირაოს გადახდა მოუწია
1970 წელს კანადა-აშშ-ს საზღვარზე ჯეინ ფონდა ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაირკვა, რომ მსახიობს ვიტამინის აბები გადმოჰქონდა, ერთდღიანი პატიმრობის შემდეგ ფონდა გაათავისუფლეს
ალ პაჩინო იარაღის უკანონო ტარებისთვის 1961 წელს დააკავეს, მსახიობმა $2000-იანი გირაოს გადახდაზე უარი თქვა და სამი დღე ციხეში გაატარა
13 წლის შერი 1959 წელს მართვის მოწმობის გარეშე მანქანის მართვის ბრალდებით დააკავეს
საპროტესტო აქციაზე დაკავებული მარტინ ლუთერ კინგი, 1956 წელი
1994 წელს კრისტიან სლეიტერი კერძო თვითმფრინავის ბორტზე იარაღის ატანის მცდელობისთვის JFK-ს აეროპორტის პოლიციამ დააკავა
1976 წელს როჩესტერის პოლიციამ დევიდ ბოუი მარიხუანის ფლობის გამო დააკავა
მანჰეტენის ერთ-ერთ კლუბში მომხდარი სროლის შემდეგ, რეპერი შონ კომბსი (იგივე Puff Daddy) იარაღის უკანონო ფლობისთვის დააკავეს, სასამართლომ მუსიკოსი უდანაშაულოდ სცნო
2000 წელს ემინემი იარაღით დაემუქრა კაცს, რომელმაც რეპერის თქმით, მის ცოლს, კიმ მეთერსს აკოცა
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული მიკი რურკი პოლიციამ 1994 წელს დააკავა
1994 წელს გაუაპტიურების ბრალდებით დააკავეს თუფაქ შაკური, რეპერმა ციხეში 9 თვე გაატარა
ფრენკ სინატრა "დაოჯახებულ ქალთან კავშირისთვის" 1938 წელს დააკავეს
ოჯახური ძალადობისთვის დაკავებული ჯეიმს ბრაუნი, 2004 წელი, მუსიკოსმა ჯარიმა, $1000 გადაიხადა
2014 წელს ჯასტინ ბიბერი არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის ტარებისთვის დაკავებული კიანუ რივზი, 1993 წელი
2007 წელს დაკავებული ლინდსი ლოჰანი
ამფეტამინის ფლობისთვის დაკავებული მიკ ჯაგერი, 1967 წელი
პირობითი სასჯელი დარღვევისთვის დაკავებული რობერტ დაუნი ჯუნიორი, 1999 წელი, 3 წლით ადრე მსახიობი ნარკოტიკული ნივთიერებებისა და იარაღის ფლობისთვის გაასამართლეს
1993 წელს სნუპ დოგი მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, სასამართლომ რეპერი უდანაშაულოდ ცნო
ვუდი ჰარელსონი 1982 წელს სიმშვიდის დარღვევისთვის დააკავეს
ცნობილი ადამიანების ფოტოები, რომლებიც პოლიციის განყოფილებაში, დაკავებიდან მცირე დროშია გადაღებული.