აშშ-საქართველო

დეგნანი: ქართველებმა და უკრაინელებმა ევროატლანტიკური გზა აირჩიეს, აშშ-ში ძლიერი მხარდაჭერაა

ქართველებმა, ისევე, როგორც უკრაინელებმა აირჩიეს გზა ევროატლანტიკური ინტერგაციისკენ. აშშ-ში ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერაა ქართველი ხალხისა და თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარულზე. ამ კვირაში შეხვედრებზე აშშ-მ მტკიცედ და ნათლად წარმოაჩინა ამ გზაზე საქართველოს დახმარების მიმართ ერთგულება. ჩვენ ამისთვის 30 წელია, ერთად ვმუშაობთ. ახლა, როგორც არასდროს, აშშ იდგება ქართველი ხალხის გვერდით - მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ერთად ვიმუშავებთ იმ მომავლისთვის, რომელიც ქართველებს სურთ და იმსახურებენ - სტაბილური, დაცული და აყვავებული საქართველოსთვის, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში. 

ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი გავრცელებულ მიმართვაში

კომენტარები