გიორგი მასხულია

გიორგი მასხულიაზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ 3 ადამიანს 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

გიორგი მასხულია
FACEBOOK

დიზაინერ გიორგი მასხულიაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდების მხარე მათთვის გირაოს სახით 5 000 ლარის დაკისრებას მოითხოვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები პატიმრობაში გირაოს გადახდამდე დარჩებიან. პროცესს ორივე მხარე დისტანციურად ესწრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დიზაინერ გიორგი მასხულიაზე ძალადობის საქმეზე  სამი ადამიანი - 1997 წელს დაბადებული თ.ქ., 1995 წელს დაბადებული ი.ა. და 1987 წელს დაბადებული დ.ბ. 22 თებერვალს დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში მასხულიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები