გიორგი მასხულია

თბილისში დიზაინერ გიორგი მასხულიას სცემეს

გიორგი მასხულია
FACEBOOK

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ბარ ოთახში, გვიან ღამით დიზაინერ გიორგი მასხულიას სცემეს. ინფორმაცია მასხულიამ FACEBOOK-ზე თავად გაავრცელა. 

გავრცელებულ ვიდეოში ის ამბობს, რომ სამმა კაცმა სცემა. მისი თქმით, გამოიძახა პოლიცია, თუმცა მათ რეაგირება არ ჰქონიათ.

ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცველებს ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ. 

კომენტარები