დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

გახარია: დასავლეთმა აღარ უნდა გაიმეოროს ის შეცდომები, რაც 2008 წელს დაუშვა

ისტორია მეორდება. რუსეთი იმ ქვეყნებს უტევს, რომლებსაც მათი გავლენისგან გათავისუფლება და დასავლეთთან ინტეგრაცია სურთ. ასეთი იყო 2008 წელს საქართველო და ასეთია ახლა, 2022-ში უკრაინა. დასავლეთმა აღარ უნდა გაიმეოროს ის შეცდომები, რაც 2008-ში დაუშვა. მოკავშირე ქვეყნებმა დაუყონებლივ უნდა იმოქმედონ, ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად.

ასე გამოეხმაურა პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას.

კომენტარები