დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკი: ჩვენ არავის არაფერს დავუთმობთ

როგორც კი დავინახავთ სიტუაციის ცვლილებას, როგორც კი დავინახავთ რისკების ზრდას, თქვენ ეს მაშინვე გეცოდინებათ. ახლა ქაოტური მოქმედებების არავითარი მიზეზი არ არსებობს, ვიზამთ ყველაფერს, რომ ეს ასე დარჩეს სამომავლოდაც.

ჩვენ ერთგული ვართ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზის, ვივლით ამ გზაზე და მხოლოდ ამ გზაზე. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, ჩვენ არაფრის გვეშინია, ჩვენ არავისი არაფერი გვმართებს, ჩვენ არავის არაფერს დავუთმობთ და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა, სადაც ის ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას გამოეხმაურა.

კომენტარები