დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

შიმონიტე დონეცკსა და ლუგანსკზე: ჩვენი პასუხი განგვსაზღვრავს ჩვენ მომავალი თაობებისთვის

პუტინმა უბრალოდ შეარცხვინა კაფკა და ორუელი: დიქტატორის წარმოსახვის უნარი უსაზღვროა, არც ერთი ფსკერი არ არის საკმარისად დაბალი, არც ერთი ტყუილი არ არის საკმარისად ცხადი, არც ერთი წითელი ხაზი არ არის საკმარისად წითელი, რათა არ გადაკვეთო.

რისი მომსწრეც ჩვენ ამაღამ გავხდით, შესაძლოა სიურეალისტურად ჩანდეს დემოკრატიული სამყაროსთვის, თუმცა ჩვენი პასუხი განგვსაზღვრავს ჩვენ მომავალი თაობებისთვის.

ასე გამოეხმაურა ლიტვის პრემიერმინისტრი, ინგრიდა შიმონიტე, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას.

კომენტარები