მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას სრულს და ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს, ჩემი ჯანმრთელობა არის კიდევ მეასეხარიხსოვანი. სხვათაშორის, მე მივიღე ჩემი ჰოლანდიელი ინტერნისტისგან წერილი ამასთან დაკავშირებით და ის წერს, რომ კატეგორიულად გამორიცხულია განმეორებით შიმშილობა, ეს გამოიწვევს თქვენი უკვე დასუსტებული ჯანმრთელობის ფონზე განმეორებით და უფრო ძლიერ სტრესს. მეტაბოლიზმის, ელექტროლიტების, ფერმენტებისა და ჰორმონალური ცვლის მოშლას, რაც თავის მხრივ ქსოვილურ და უჯრედრულ დონეზე უკვე ისეთ დარღვევებს გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი და ლეტალური შედეგი მოჰყვება. აი, მე მივდივარ ამაზე. ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული.
tbl.ge/5v9b
დაკოპირდა

განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას
- სააკაშვილი: "არც ნაცი არც ქოცი" არის ივანიშვილის სასარგებლო იდიოტების ლოზუნგი




