დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

კლიჩკო გერმანიას: მადლობა 5 000 საბრძოლო ჩაფხუტისთვის, თუმცა მხოლოდ ამით თავს ვერ დავიცავთ

ძალიან მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ გერმანიის, აშშ-სა და ყველა მეგობარი სახელმწიფოს დახმარება უკრაინის მიმართ, თუმცა ჩვენ გვჭირდება თავდაცვის იარაღი. დიდი მადლობა გერმანიას წლების მანძილზე უკრაინაში მილიარდობით ევროს ინვესტიციისთვის, რათა მომხდარიყო ინფრასტრუქტურის აღდგენა და რეფორმების გატარება. მაგრამ მოცემულ კრიტიკულ ვითარებაში, ჩვენ პირისპირ ვდგავართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი შეიარღებული ძალებთან და ნებისმიერმა აგრესორს, ვისაც სურს უკრაინაზე თავდასხმა, უნდა ესმოდეს, რომ მოუწევს მტკივნეული ფასის გადახდა. ჩვენ მზად ვართ საბრძოლველად, მზად ვართ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ქალაქები, ოჯახები და მოქალაქეები. ამისთვის, ჩვენ გვჭირდება დახმარება. დიდი მადლობა 5 000 საბრძოლო ჩაფხუტისთვის, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის მხოლოდ ამით დაცვა.

მიმართა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. იანვრის ბოლოს, გერმანია უკრაინას 5 000 საბრძოლო ჩაფხუტით დაეხმარა.

კომენტარები