დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

რეზნიკოვი: კრემლი ოკუპირებული დონბასის აღიარების საქართველოში შემუშავებულ სცენარს ამზადებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისრტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, რუსეთის ფედერაცია ამზადებს საფუძველს, რომ უკრაინის ოკუპირებილი ტერიტორიების დამოუკიდებლობა საქართველოში შემუშავებული სცენარის გამოყენებით აღიაროს.

"პროვოკაციები არ შეწყდება. კრემლი მაინც ამზადებს საფუძველს უკრაინის დროები ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას საქართველოში შემუშავებული სცენარით, [გეგმა მზადდება] იმისდა მიუხედავად, შეასრულებენ თუ არა, [მზადდება] რათა ეს ვარიანტი ჰქონდეთ", – თქვა რეზნიკოვმა. 

რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ დღეს, პრორუსმა სეპარატისტებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმისთვის ემზადებიან. 

"კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ არ გვაქვს არანაირი ძალისმიერი ქმედების ჩადენის განზრახვა დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიების, ან ყირიმის წინააღმდეგ. ჩვენ სვლას გავაგრძელებთ პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით და ჩვენს მოქალაქეებს საფრთხეს არ შევუქმნით. მივმართავ ლუგანსკის, ალჩევსკის, დონეცკის, გორლოვკის, იასუნოვატისა და სხვა ქალაქების მცხოვრებლებს: ხალხო, ნუ გეშინიათ, თქვენი მტერი არა უკრაინა, არამედ ისინი არიან, ვინც თითქოს თქვენს კედლებს უკან იმალებიან. არ დაიჯეროთ ჭორები უკრაინის თავდასხმის შესახებ", – აღნიშნა რეზნიკოვმა. 

უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობის პარალელურად, აღმოსავლეთ უკრაინაში მოვლენები მწვავდება. დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები