ელვის პრესლი

ელვის პრესლიზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის პირველი თრეილერი გავრცელდა

ავსტრალიელი რეჟისორის, ბაზ ლურმანის მიერ ლეგენდარულ მუსიკოსზე, ელვის პრესლიზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის Elvis პირველი თრეილერი გავრცელდა. ფილმის პრემიერა აშშ-ის კინოთეატრებში 24 ივნისს შედგება.

კინოსურათი როკ-ენ-როლის მეფისა და მისი მენეჯერის, კოლონელ ტომ პარკერის ურთიერთობაზე იქნება კონცენტრირებული, რომელიც 20 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. პარალელურად, ფილმი ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყვება ელვის პრესლის ცხოვრებასა და კარიერას, ბავშვობიდან როკ-ენ-როლისა და კინოს ვარსკვლავობამდე.

ელვის პრესლის როლს ახალგაზრდა მსახიობი, ოსტინ ბატლერი შეასრულებს, რომელსაც მაყურებელი კვენტინ ტარანტინოს ბოლო ფილმიდან ერთხელ ჰოლივუდში იცნობს. მისი მენეჯერის როლს კი ცნობილი მსახიობი, ტომ ჰენკსი მოირგებს.

ბაზ ლურმანს სხვადასხვა დროს ისეთი ცნობილი ფილმები აქვს გადაღებული, როგორებიც არის რომეო და ჯულიეტა (1996), მულენ რუჟი და დიდი გეთსბი.

კომენტარები