ელვის პრესლი

Baz Luhrmann-ის ფილმში ელვის პრესლის როლს Austin Butler-ი შეასრულებს

ხანგრძლივი შერჩევის შემდეგ, Baz Luhrmann-ის ფილმში ელვის სპრესლის როლს 27 წლის მსახიობი - Austin Butler-ი შეასრულებს.

ამის შესახებ თავად რეჟისორმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ვიცოდი, თუ ფილმში მონაწილე მსახიობებს სწორად არ შევარჩევდი, ფილმიც ჩავარდებოდა" - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში Baz Luhrmann.

ელვის სპრესლის ბიოგრაფიულ ფილმში მონაწილეობას Tom Hanks-იც მიიღებს და როგორც ცნობილია, იგი პრესლის მენეჯერის როლს შეასრულებს.

ფილმის გადაღებები მომავალ წელს, ავსტრალიაში ქალაქ ქუინსლენდში დაიწყება.

კომენტარები