ტაილანდი

ბანგკოკს ოფიციალური სახელწოდება ეცვლება და კრუნ თხეფ მაჰა ნახონი დაერქმევა

ტაილანდის დედაქალაქს, ბანგკოკს ოფიციალური სახელწოდება ეცვლება და კრუნ თხეფ მაჰა ნახონი დაერქმევა. მიუხედავად ოფიციალური ცვლილებისა, სახელი ბანგკოკი ქვეყანაში ისევ იმოქმედებს და აღიარებული იქნება საჯარო უწყებების მიერ.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის ახალი სახელი ისტორიული სახელწოდების შემოკლებული ვერსიაა და ბანგკოკის სრული სახელი კრუნ თხეფ მაჰანკხონ ამონ რატტანაკოსინ მაჰიტარაიუტთხაია მაჰადილოკ ფხოპ ნოპპარატ რატხატანი ბურირომ უდომრათჩანივეტ მაჰასტან ამონ პიმან ავატან სათით საკკათხატთია ბიტსანუკამია. 

სამეფო საზოგადოების ოფისის გადაწყვეტილებით, სახელი ბანგკოკი ოფიციალურად 2001 წლიდან გამოიყენება და ის ქალაქის ერთ-ერთი ისტორიული ნაწილის სახელწოდებაა. სახელის ცვლილება, სავარაუდოდ, ქალაქის მასშტაბებისა და მოსახლეობის ზრდას უკავშირდება.
 

 

კომენტარები