კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: შემთხვევების სტაბილიზაციასთან ერთად, ალბათ მარტის ბოლოს უკეთესი სიტუაცია იქნება

დაღმასვლა შეიმჩნევა, დღეს 15 000-ზე ოდნავ მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიუთითებს, გარკვეულწილად, კლების ტენდენციაზე, თუმცა, მაინც კვირის ბოლომდე მნიშვნელოვანია, რომ დავაკვირდეთ და საბოლოო დასკვნა აქედან გამომდინარე გაკეთდეს.

ჰოსპიტალურ სექტორში 6 000-მდე პაციენტი რჩება, მართვადია ეს ყველაფერი და ასევე, პირველად ჯანდაცვაში ოჯახის ექიმების სისტემა მუშაობს. შემთხვევების სტაბილიზაციასთან ერთად, ალბათ, დაახლოებით მარტის ბოლოსკენ იქნება უკეთესი მდგომარეობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა და რთულია ამაზე საუბარი.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 15 315 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30.59%-ია.

კომენტარები