რუსული ოკუპაცია

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი გენადი ბესტაევი გარდაიცვალა

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი გენადი ბესტაევი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში მყოფ ბესტაევს 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, 16 ნოემბერს კი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

რუსმა ოკუპანტებმა გენადი ბესტაევი 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს, 2021წლის 2 მარტს კი ე.წ სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

კომენტარები