სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები

თბილისში მშენებარე კორპუსიდან 2 მუშა გადმოვარდა, ერთერთი გარდაიცვალა

თბილისში კორპუსიდან 2 მუშა გადმოვარდა, ერთერთი მათგანი გარდაიცვალა.  შემთხვევა დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე შპს "მწვანე დიღომის" ტერიტორიაზე მოხდა.

ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ცნობით, კლინიკაში მიყვანილ მუშას გული გაჩერებული ჰქონდა, მიუხედავად ამისა ექიმებმა მას რეანიმატოლოგიური დახმარება გაუწიეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეორე დაშავებული მუშა ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

კომენტარები